ევროპაში მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა. 62 პირი "ქართული მეთოდით" ბინების ძარცვის გამო დააკავეს. იტალიელი ჟურნალისტების თქმით, ქართველი ქურდები კარს აღებენ გასაღებით, რომელსაც ნებისმიერი ტიპის საკეტის გაღება შეუძლია, და სახლში უკვალოდ შედიან. შინ დაბრუნებული ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ გაქურდეს.